ხშირად დასმული კითხვები

ბარათის გასააქტიურებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებ საიტზე, რის შემდეგაც თქვენი ფასდაკლების ბართი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა პარტნიორი სააფთიაქო ქსელის ობიექტებში.

იმისათვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე გადადით მთავარი მენიუს მარჯვენა მხარეს არსებული ბმულზე  "რეგისტრაცია", რის შემდეგაც გადახვალთ სარეგისტრაციო გვერდზე.

უნდა შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი , კერძოდ:

1) სახელი

2) გვარი

3) საკონტაქტო ტელეფონი (აუცილებლად მიუთითეთ რეალური ტელეფონის ნომერი), ნომრის ჩაწერის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე "კოდის მიღება", რის შედეგად თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე მოვა მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) ერთჯერადი კოდით, მიღებული კოდი ჩაწერეთ ველში "SMS კოდი" და დააწკაპუნეთ "დადასტურება"-ს

4) ჩაწერეთ თქვენი ბარათის ნომერი ველში "ბარათის ნომერი"

5) მიუთითეთ პაროლი (აღნიშნული პაროლი აუცილებელია ვებ საიტზე ავტორიზაციისთვის) , პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 სიმბოლოსგან და გამოყენებული უნდა იყოს ციფრები და მხოლოდ ლათინური (ინგლისური) ასოები

6) ელ ფოსტის ( email ) მითითება არ არის სავალდებულო

7) აუცილებლად მონიშნეთ "ვეთანხმები საიტის მოხმარების წესებს"

8) ყველა ველის შევსების შემდეგ დააწკაპუნეთ  ღილაკს  "რეგისტრაცია"

 

თუ რეგისტრაციის დაფიქსირდა შეცდომა, ან ვერ შეძელით რეგისტრაციის დასრულება, გთხოვთ,  დაუკავშირდეთ ოპერატორს ცხელ ხაზზე  551 68 77 22 . იმ შემთხვეავში თუ ხაზი დაკავებულია , ოპერატორი თავად დაგიკავშირდებათ

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგავიწყდათ პაროლი და ვერ გადიხართ ავტორიზაციას, მის აღსადგენად უნდა დააწკაპუნოთ  მთავარ მენიუში ღილაკზე "შესვლა"  გახსნილი ფანჯრის ქვედა ნაწილში დააწკაპუნეთ წარწერას

"დაგავიწყდათ პაროლი?"

რის შედეგადაც ჩამოიშლება დამატებითი ველი სადაც თქვენ უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი ( კერძოდ ის ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოიყენეთ რეგისტრაციის დროს ), შემდეგ დააწკაპუნეთ "გაგზავნა" -ს.  

შედეგად,  თქვენ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS)  სახით მიიღებთ ახალ პაროლს, რომლის  შეცვლა შემდგომში შეგიძლიათ ავტორიზაციის შემდეგ,  "პროფილის"  გვერდიდან.

 

თუ პაროლის აღდგენისას  დაფიქსირდა შეცდომა, ან ვერ შეძელით პროცედურის დასრულება, გთხოვთ,  დაუკავშირდეთ ოპერატორს ცხელ ხაზზე  551 68 77 22 . იმ შემთხვეავში თუ ხაზი დაკავებულია , ოპერატორი თავად დაგიკავშირდებათ

 

ჩვენი პარტნიორი აფთიაქები

doctor-foto

ავერსი

doctor-foto

პსპ

doctor-foto

ჯი.პი.სი

doctor-foto

ფარმადეპო