ასტრაზენეკა გლობალური, ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ახორციელებს ფართო გამოყენების მედიკამენტების შექმნას, განვითარებას, წარმოებას, დისტრიბუციას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომერციალიზაციას.
ჩვენ გვჯერა, რომ პაციენტების დახმარების საუკეთესო საშუალება სამეცნიერო მიღწევებზე ფოკუსირებაა, რათა მოხდეს დაავადებების ჯერ კიდევ უცნობი მექანიზმების გამოვლენა და უახლესი, მიზანმიმართული სამკურნალო საშუალებების შექმნა. ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია მედიცინის საზღვრების გარღვევა, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი მედიკამენტების შესაქმენლად.
ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირებას ვახდენთ მედიცინის იმ სამ უმთავრეს თერაპიულ მიმართულებაში, რომელშიც ვფიქრობთ, შეგვიძლია მნიშვნელოვანი შვება მივანიჭოთ პაციენტებს. ეს მიმართულებებია: ონკოლოგია; გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებები; სასუნთქი სისტემის, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები.
ასტრაზენეკა საქართველოში
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა და 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატითაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა შესაბამისი თერაპიული კლასის ლიდერია როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე საქართველოში. კომპანია გამოირჩევა ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით, სპეციალისტებისათვის უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითა და მათი სისტემატური განახლებით.
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში მისამართი: ქ. თბილისი, 0160, გამრეკელის ქ. # 19
ტელ.: +995 322 38 68 98
ფაქსი.: +995 322 38 68 89
მასალის დამტკიცების ნომერი: GE-0643. დამტკიცების თარიღი: 06.02.2023