პროგრამაში დარეგისტრირებითა და პროგრამის მონაწილის ბარათის გამოყენებით, პირი თანახმაა დაიცვას აღნიშნული პროგრამის პირობების ყველა დებულება ყველა შესაძლო მომდევნო ცვლილებასთან ერთად, რომელიც განხორციელდება პროგრამის ორგანიზატორის მიერ. თუ პირი არ ეთანხმება მოცემულ პირობებს, მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში.
I. ზოგადი დებულებები
1. „თანადგომა“ (შემდგომში „პროგრამა“ ან „თანადგომა“) არის მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერის პროგრამა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარდიოლოგია, პულმონოლოგია. პაციენტის მხარდაჭერის პროგრამა „თანადგომა“ ორგანიზებულია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ, რომელიც წარმოდგენილია „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის წარმომადგენლობით საქართველოში“ (შემდგომში „პროგრამის ორგანიზატორი“).
2. პროგრამის მართვასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ასტრაზენეკას“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი დამოუკიდებელი მესამე მხარე (შემდგომში „პროგრამის ადმინისტრატორი“).
3. პროგრამა „თანადგომა“ მიზნად ისახავს: დაავადების შესახებ პაციენტის ცნობიერების ამაღლებას შესაბამის თერაპიულ სფეროებში, პროგრამაში შეტანილი მედიკამენტებით მკურნალობის ღირებულების შემცირებას.
4. პროგრამა მუშაობს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე
5. პროგრამის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც ექიმმა გამოუწერა წამალი, რომლის საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება შეტანილია პროგრამაში, იმ პირობით, რომ ფიზიკური პირი არის 18 წლის და ქმედუნარიანი. 18 წლამდე ფიზიკური პირებისთვის ან მათთვის, ვისაც არ გააჩნია სრული ქმედუნარიანობა, პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით.
6. პროგრამა არ მოიცავს სხვა წამლებს, რომლებიც უშუალოდ არ არის შეტანილი ამ პროგრამაში, ისევე როგორც სხვა კომპანიების წამლებს „ასტრაზენეკას“ გარდა. იმის გასარკვევად, შეტანილია თუ არა პრეპარატი პროგრამაში, შეიყვანეთ თქვენი ექიმის მიერ გამოწერილი წამლის სახელი საძიებო ველში.
7. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და უფასო.
პროგრამას არ სჭირდება რაიმე ანგარიშსწორება პროგრამაში რეგისტრაციისთვის ან მონაწილეობისთვის.
სასტარტო პაკეტისა და პროგრამის მონაწილის ბარათის მიღება იმ ფიზიკური პირის მიერ, რომელსაც ექიმმა გამოუწერა წამალი, რომლის საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება შედის პროგრამაში, უფასოა. სასტარტო პაკეტი გადაეცემა ექიმს „ასტრაზენეკას“ სამედიცინო წარმომადგენლის მიერ, შესაბამისად პაკეტი გადაეცემა ფიზიკურ პირს (პაციენტს) ექსკლუზიურად ექიმის მიერ, იმ
შემთხვევაში, თუ მან დანიშნა პროგრამაში შეტანილი პრეპარატი. პროგრამაში შეტანილი მედიკამენტების საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ბუდესონიდი/ფორმოტეროლი და ტიკაგრელორი.
8. პროგრამის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს პროგრამის პირობები და/ან პროგრამაში მონაწილეობის წესები, შეცვალოს პროგრამის მოცულობა და/ან პროგრამაში შეტანილი მედიკამენტების სია და აგრეთვე გააჩეროს/დროებით შეაჩეროს/შეწყვიტოს პროგრამა ცალმხრივად საკუთარი შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს.
II. თანადგომა პროგრამის მონაწილის ბარათის გამოყენების პირობები და ვადები
1. პროგრამის მონაწილის ბარათი განსაზღვრულია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ფიზიკური პირების მიერ, რომლებსაც ექიმმა გამოუწერა წამალი/წამლები. პირებმა არ შეიძლება გამოიყენონ ბარათი გადაყიდვისა და სხვა კომერციული მიზნებისთვის.
2. პროგრამაში მონაწილეობისთვის და პროგრამის მონაწილის ბარათის გამოყენებისთვის საჭიროა რეგისტრაცია. არარეგისტრირებული პროგრამის მონაწილის ბარათები პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას არ იძლევა. რეგისტრაციის პროცედურის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რეგისტრაციის სპეციალურ გვერდზე: www.tanadgoma.com.ge
3. პროგრამაში რეგისტრირების დროს პროგრამის მონაწილე იღებს წვდომას პერსონალურ კაბინეტზე. პერსონალური კაბინეტის ფუნქციები შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ გვერდზე.
4. პირის მიერ მოწოდებული მონაცემები პროგრამაში რეგისტრაციისას, ისევე როგორც პროგრამის მიმდინარეობისას უნდა იყოს ვალიდური და სარწმუნო. მონაცემების არ მიწოდება ან არასწორი/ფალსიფიცირებული მონაცემების მიწოდება არ იძლევა პროგრამაში მონაწილეობის უფლებას. მონაცემების უზუსტობის/არასანდოობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროგრამის ადმინისტრატორი. თუ პროგრამის ადმინისტრატორი აღმოაჩენს, რომ მონაცემები არაზუსტი/არასანდოა პროგრამის ადმინისტრატორის აზრით, ან საეჭვოა, პროგრამის მონაწილის ბარათი შეიძლება დაიბლოკოს გამოსაყენებლად და გაუქმდეს პროგრამის ადმინისტრატორის მიერ პროგრამის მონაწილის გაფრთხილების გარეშე.
5. პროგრამა მოქმედებს წესით "ერთი მონაწილე - ერთი ბარათი". აღნიშნული ნიშნავს, რომ ერთ მონაწილეს შეუძლია დარეგისტრირდეს პროგრამაში მხოლოდ ერთი ბარათით და შესაბამისად გამოიყენოს მხოლოდ ერთი ბარათი. ერთზე მეტი ბარათის რეგისტრაცია და გამოყენება ერთ პირზე არ არის ნებადართული. პროგრამის მონაწილის ბარათების რეგისტრაციის შემთხვევაში, რომლებზეც ჩნდება ეჭვი, ეკუთვნის თუ არა იმავე ფიზიკურ პირს, პროგრამის ადმინისტრატორს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია დაბლოკოს საეჭვო ბარათები გამოსაყენებლად და/ან გააუქმოს ისინი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
6. პროგრამის მონაწილის ბარათი არის პერსონალური. ის არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს. პროგრამის ადმინისტრატორს უნდა შეატყობინონ ბარათის შესახებ, რომელიც სხვა პირმა იპოვა.
7. პროგრამის ადმინისტრატორს უნდა შეატყობინონ პროგრამის მონაწილის ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ რაც შეიძლება მოკლე დროში.
8. პროგრამაში შეტანილი წამლის შეძენა პროგრამის ფარგლებში შემცირებულ ფასად შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე ნებისმიერ აფთიაქში.
9. პროგრამაში შეტანილი წამლის შესაძენად ფიქსირებული ფასდაკლებით პროგრამის მონაწილემ უნდა წარადგინოს სათანადო ექიმის დანიშნულება (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) და აგრეთვე მონაწილის ბარათი. პროგრამის მონაწილის აფთიაქის თანამშრომელმა უნდა დაასკანეროს მონაწილის ბარათის შტრიხკოდი.
10. ბარათების უკანონო გამოყენების რისკების შესამცირებლად პროგრამაში შემავალი წამლების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის შეძენაც შესაძლებელია პროგრამის ერთ მონაწილეს (პროგრამის მონაწილე ბარათის გამოყენებით), შეზღუდულია: არაუმეტეს 2 (ორი). ) თვეში ერთი დასახელების წამლის და ამავდროულად არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ყველა წამლის კოლოფი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში.
11. ბარათი არის პროგრამის ორგანიზატორის საკუთრება.
III. პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტა
1. პროგრამის რეგისტრირებულ მონაწილეს შეუძლია შეწყვიტოს მონაწილეობა ამ პროგრამაში სურვილისამებრ, პროგრამის ადმინისტრატორის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნის მიღებისას პროგრამის მონაწილის ბარათი გაუქმდება და ბარათი არ იქნება ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად.
2. პროგრამაში ფიზიკური პირის მონაწილეობა შეიძლება შეწყდეს პროგრამის ადმინისტრატორის მიერ პროგრამის მონაწილის ბარათის შესაბამისი გაუქმებით იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქცია (შესყიდვა) არ განხორციელდა პროგრამის მონაწილის ბარათის მეშვეობით მიყოლებით 6 (ექვს) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ასეთი შეწყვეტა ხორციელდება პროგრამის მონაწილის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგრამის ადმინისტრატორი თავისი შეხედულებისამებრ ადგენს, რომ პროგრამის მონაწილემ დაარღვია პროგრამის პირობების ნებისმიერი დებულება, ან რომ მონაწილის ბარათი გამოიყენება პროგრამის პირობების ნებისმიერი დებულების დარღვევით ან რომ მონაწილის ბარათი გამოიყენება ბოროტად ან თაღლითური მიზნებისთვის ან შეცდომაში შემყვანი მიზნებისთვის ან სხვა საეჭვო ან უკანონო მიზნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრატორს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს მონაწილის მონაწილეობა პროგრამაში მონაწილის ბარათის შესაბამისი გაუქმებით ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.
IV. პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
1. პროგრამის ორგანიზატორი და მისი შვილობილი კომპანიები, აგრეთვე პროგრამის ადმინისტრატორი არცერთ გარემოებაში არ არიან პასუხისმგებელი პროგრამის მონაწილეების წინაშე ნებისმიერი დანაკარგის, ზიანის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ან სარგებელის და ნებისმიერი სხვა უარყოფითი შედეგის გამო რომელიც პირდაპირი და არაპირდაპირი, გამომდინარეობს შემდეგიდან:
- პროგრამის შეჩერება, დროებითი შეჩერება, შეწყვეტა, აგრეთვე პროგრამაში, მის წესებსა და პირობებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება;
- პროგრამაზე წვდომის შეფერხება ან წვდომის ვერ უზრუნველყოფა/შეწყვეტა (ისევე როგორც პროგრამის მონაწილის ბარათის გამოყენებისას, პროგრამის რომელიმე სერვისსა თუ რესურსზე წვდომისას) პროგრამის ნებისმიერი ან ყველა მონაწილისთვის;
- პროგრამულ უზრუნველყოფაში ან აპარატურაში ნებისმიერი გაუმართაობა, ხარვეზი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს პროგრამის გამოყენების შესაძლებლობაზე ნებისმიერი ან ყველა მონაწილისთვის
- დაკარგული ან პოტენციურად დამახინჯებული ან დაზიანებული მონაცემების აღდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ტექნიკური გაუმართაობით, გარემოებებით, რომლებიც გონივრული კონტროლის მიღმაა და მესამე მხარის მიერ დამდგარი უკანონო მოქმედებებით;
- გონივრული კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების მოქმედება, რაც მოიცავს, მაგრამარ შემოიფარგლება შემდგით: ბუნებრივი კატასტროფები, საზოგადოებრივი არეულობა, საომარი მოქმედებები და ა.შ.
პროგრამის ორგანიზატორი ან/და პროგრამის ადმინისტრატორი არ არის პასუხისმგებელი აფთიაქის მოქმედებებზე და/ან წამლის ხელმისაწვდომობაზე აფთიაქში
V. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალობა
1. ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული მონაცემების დამუშავება პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
VI. სხვა
1. პროგრამა ძალაშია ორგანიზატორის მხრიდან მის შეწყვეტამდე. პროგრამის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს პროგრამის პირობები და/ან პროგრამაში მონაწილეობის წესები, შეცვალოს პროგრამის მოცულობა და/ან პროგრამაში შეტანილი წამლების სია და არეთვე გააჩეროს /დროებით შეაჩეროს/შეწყვიტოს პროგრამა მთლიანად ან ნაწილობრივ საკუთარი შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს.
2. პროგრამაში რეგისტრაციისას მისი მონაწილეები თანხმდებიან მიიღონ ინფორმაცია პროგრამის შესახებ ამ მონაწილის საკონტაქტო მონაცემების საფუძველზე. პროგრამის თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება უარი თქვას ასეთი ინფორმაციის მიღებაზე ნებისმიერ დროს პროგრამის ადმინისტრატორისთვის შეტყობინების გაგზავნის საშუალებით.
უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია პროგრამის ადმინისტრატორის შეტყობინების ვარიანტებისა და ინფორმაციის მისაღებად გამოწერის გაუქმების სურვილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცალკე გვერდზე ბმულის მეშვეობით.
დამტკიცების ნომერი:GE 0599
დამტკიცების თარიღი: 27.05.2024