პაციენტთა მხარდაჭერის პროგრამა თანადგომა
პროგრამის მიზანია პაციენტების მხარდაჭერა მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს შემდეგ თერაპიულ სფეროებში: კარდიოლოგია,
პულმონოლოგია, რომელიც მოიცავს პროგრამაში არსებული პრეპარატებისათვის თერაპიის დანახარჯების შემცირებას- ბრილინტა (ტიკაგრელორი) – 50% ; სიმბიკორტი (ბუდესონიდი / ფორმოტეროლი) 320-50%; სიმბიკორტი (ბუდესონიდი / ფორმოტეროლი) 160- 20% (ფასი ლარში დააზუსტეთ სააფთიაქო ქსელებში)
- პროგრამაში ჩართვით პაციენტს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს პრეპარატი. ექიმს შეუძლია პაციენტს მისცეს მონაწილეობის ბარათი მხოლოდ იმ შემთხვევაში და მას შემდეგ, რაც პაციენტს დაენიშნება პრეპარატი, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში. სამკურნალო საშუალების დანიშნულება უნდა განხორციელდეს მკურნალობის სტანდარტებით, მოქმედი კანონმდებლობით და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
პაციენტს ბარათი გადაეცემა უსასყიდლოდ და განკუთვნილია პირადი გამოყენებისათვის. დაუშვებელია ბარათის გაყიდვა ან გადაცვლა. პროგრამასთან დაკავშირებით, შეკითხვების შემთხვეაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას საქართველოში: +995 322386898